პროექტის სახელწოდება: ორსართულიანი კოტეჯის ნახაზის
განხილვა.
პროექტის მთავარი იდეა/თემა: სამშენებლო პროექტებზე
მუშაობის პროცესის თეორიული ცოდნის დაკავსირება პრაქტიკულ შესრულებასთან .
პროექტის აქტუალობა: მოსწავლებმა უნდა შეძლონ ნებისმიერ
სამშენებლო პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, სწორი დასკვნების გამოტანა,
ნახაზების გაანალიზება.
პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ, გაეცნობიან
და დახვეწენ მიღებულ ინფორმაციას, მოსწავლეები განიხილავენ ორსართულიანი კოტეჯის ფასადის
და ხედების ნახაზებს, ასრულებენ ორივე სართულის ჰორიზონტალური/ფანჯრების რაფების ზევით/
ჭრის ნახაზებს.
მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.
ვადა/ხანგრძლივობა: 2 კვირა.
მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გამოიმუშავებენ კვლევის, აანალიზის,
სიზუსტის, სიფაქიზის, დაკვირვების უნარ-ცვევებს, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას
ინტერნეტის საშუალებით, მეგობრების აზრის მოსმენის, გაანალიზებისა და შეფასების უნარს,
საკუთარი აზრის გამოხატვის უნარს.
პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1.მოსწავლეთა 4 ჯგუფად
დაყოფა, მიზნობრივი გადანაწილება.
აქტივობა 2. კვლევის გეგმის ჩამოყალიბება: ორსართულიანი
კოტეჯის მთლიანი ფართის დადგენა/მიწის ნაკვეთის/, ფასადის, ხედების, ჭრილების ნახაზების
შესრულება.
აქტივობა 3. ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება. დაისმის
კითხვები და გაიცემა პასუხები.
აქტივობა 4.პროექტის ნახაზის პრეზენტაცია. ჯგუფების
ლიდერები წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს/ფორმატი
N 12; 297 *
420/ .
მოსწავლეები ფრთხილად უნდა იყვნენ ზომებთან, თორემ დასაწყისში
დაშვებული შეცდომა გამოიწვევს უდიდეს პრობლემებს ხაზვის მიმდინარეობისას.
აქტივობა 5.ვაფასებ პროექტის განხორციელებისა და განხილვისას
მიღწეულ შედეგებს შეფასების სქემის გამოყენებით.
პროექტის
ხელმძღვანელი: შუშანა ვაშალომიძე.
ხელმზღვანელის ელ.ფოსტა: shushanavashalomidze@gmail.com