Friday, August 9, 2013

სასწავლო პროექტი


პროექტის სახელწოდება: ორსართულიანი კოტეჯის ნახაზის განხილვა.



პროექტის მთავარი იდეა/თემა: სამშენებლო პროექტებზე მუშაობის პროცესის თეორიული ცოდნის დაკავსირება პრაქტიკულ შესრულებასთან .

პროექტის აქტუალობა: მოსწავლებმა უნდა შეძლონ ნებისმიერ სამშენებლო პროექტზე მუშაობის უნარ-ჩვევების განვითარება, სწორი დასკვნების გამოტანა, ნახაზების გაანალიზება.



პროექტის მიზნები: მოსწავლეები მოიძიებენ, გაეცნობიან და დახვეწენ მიღებულ ინფორმაციას, მოსწავლეები განიხილავენ ორსართულიანი კოტეჯის ფასადის და ხედების ნახაზებს, ასრულებენ ორივე სართულის ჰორიზონტალური/ფანჯრების რაფების ზევით/ ჭრის ნახაზებს.  



მოსწავლეთა ასაკი: 15-16 წელი.

ვადა/ხანგრძლივობა: 2  კვირა.

მოსალოდნელი შედეგები: მოსწავლეები გამოიმუშავებენ კვლევის, აანალიზის, სიზუსტის, სიფაქიზის, დაკვირვების უნარ-ცვევებს, თეორიული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენებას ინტერნეტის საშუალებით, მეგობრების აზრის მოსმენის, გაანალიზებისა და შეფასების უნარს, საკუთარი აზრის გამოხატვის უნარს.

პროექტის მსვლელობა:
აქტივობა 1.მოსწავლეთა 4 ჯგუფად დაყოფა, მიზნობრივი გადანაწილება.

აქტივობა 2. კვლევის გეგმის ჩამოყალიბება: ორსართულიანი კოტეჯის მთლიანი ფართის დადგენა/მიწის ნაკვეთის/, ფასადის, ხედების, ჭრილების ნახაზების შესრულება.



აქტივობა 3. ინფორმაციის მოძიება, გაანალიზება. დაისმის კითხვები და გაიცემა პასუხები.

აქტივობა 4.პროექტის ნახაზის პრეზენტაცია. ჯგუფების ლიდერები  წარმოადგენენ საკუთარ ნამუშევრებს/ფორმატი  N 12;  297  * 420/ .
მოსწავლეები ფრთხილად უნდა იყვნენ ზომებთან, თორემ დასაწყისში დაშვებული შეცდომა გამოიწვევს უდიდეს პრობლემებს ხაზვის მიმდინარეობისას.



აქტივობა 5.ვაფასებ პროექტის განხორციელებისა და განხილვისას მიღწეულ შედეგებს  შეფასების სქემის გამოყენებით.

პროექტის ხელმძღვანელი:  შუშანა ვაშალომიძე.

ხელმზღვანელის ელ.ფოსტა: shushanavashalomidze@gmail.com